- ადამიანთა უფლებების მესამე თაობა
- საერთაშორისო სამართალის მიმდინარეობა. რომელიც მიზნად ისახავდა ცალკეული სოციალური ჯგუფების სასიცოცხლო შესაძლებლობების გაფართოებას. „ადამიანთა უფლებების მესამე თაობის“ ყურადღების ცენტრში არიან ქალები. მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა ორი სქესის თანასწორუფლებიანობის მიღწევის საქმეში, საზოგადოებაში კვლავ არსებობს ქალების დისკრიმინაცია, რაც საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობაა და ზიანს აყენებს მსოფლიო ცივილიზაციის ჰუმანური და დემოკრატიული განვითარების პროცესებს.Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.